დავით ბაქრაძე: საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, მთავარია იმედი არ დავკარგოთ

„საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, მთავარია იმედი არ დავკარგოთ, არ ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ის, რაც ოკუპანტმა მოგვახვია თავზე“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ენგურის ხიდზე მხარდამჭერებთან ერთად ჩავიდა.
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ პატივი მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამშობლოს მშვიდობიანი გამთლიანება. „დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე თარიღია. თარიღი, რომელიც გვახსენებს, რომ ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკოსისთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი სამშობლოს გამთლიანება, მშვიდობიანი გამთლიანება და დეოკუპაცია. ამიტომ მოვედით აქ, რომ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ოკუპაციას, არ შევეგუებით უსამართლობას, არ შევეგუებით ჩვენი სამშობლოს ნაწილის წართმევას. აფხაზეთი არის საქართველო, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, ოღონდ ამისთვის მთავარია ჩვენმა საზოგადოებამ ხელები არ ჩამოუშვას, იმედი არ დაკარგოს, არ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე და ჩვენ დავიწყეთ ის, რაც ოკუპანტმა მოგვახვია თავზე. სანამ ქართული საზოგადოება იქნება მაგრად, სანამ ქართულ საზოგადოებაში იქნება ხალხი, ვისაც სჯერა მომავლის და იბრძვის მომავლისთვის, მე დარწმუნებული ვარ აუცილებლად მშვიდობიანად პოლიტიკური მეთოდებით გავამთლიანებთ ჩვენ სამშობლოს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები