იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ჩვილთან ერთად გაქურდა

იტალიაში, 42 წლის საქართველოს მოქალაქემ თვეების შვილთან ერთად, მაღაზიის გაქურდვა სცადა. ქალაქ ტრიესტში მამაკაცი შვილთან ერთად საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიის გასაქურდად შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მამაკაცი 330 ევროს ღირებულების ტანსაცმლის მოპარვას აპირებდა. ეს თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა დააფიქსირეს.მაღაზიიდან გამოსვლისას მამაკაცის შეჩერება ერთ-ერთმა თანამშრომელმა სცადა. დამნაშავემ მას საბავშვო ეტლი გაუქანა. დახმარების თხოვნის ყვირილმა და აფორიაქებამ გამვლელებში გაუგებრობა გამოიწვა, ზოგს ეგონა, რომ მამაკაცი ჩვილის გატაცებას ცდილობდა. თვითმხილველებმა დამნაშავე შეაჩერეს.
ადგილზე პატრულის ეკიპაჟი მალევე მივიდა. პოლიციის ცნობით, გოგონა არ დაშავებულა და თავს კარგად გრძნობს. პოლიციის განყოფილებიდან გოგონა დედამ, ასევე საქართველოს მოქალაქემ, წაიყავანა. მამაკაცი, ამჟამად, წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები