სასამართლომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მათ შორის გია თვალავაძეს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ 6-ვე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე ორი დღის წინ დააკავა.

ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები