ირაკლი შიხიაშვილი: ეს სიგნალია იმის, რომ საზოგადოება აფეთქების წინაშე დგას

„დღეს, ამდენი პრობლემისა და სირთულის ფონზე ხელისუფლების ყველა შტო, ოპოზიციის ყველა მხარე, საზოგადოების უმეტესი ნაწილი ჩართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი თემის განხილვაში – უნდა მოხდეს თუ არა ნარკოტიკების პლანტაციების გაშენება ქვეყანაში, კერძოდ, მარიხუანის, თუ არ უნდა მოხდეს“, – ამის შესახებ „გეორგია – შენი პროექტიას“ ავტორმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა.
„საოცრად უტოპიური და არანორმალური გარემოა შექმნილი იმისათვის, რომ საზოგადოებამ აღარ იფიქროს იმ რეალურ და სერიოზულ პრობლემებზე, რომლებიც მის წინაშე დგას და მისი გონება დაკავებული იყოს ასეთი სისულელით, რომ გადაიღალოს, მეტ ნიჰილიზმში ჩავარდეს, მეტი გულგრილობა გამოიჩინოს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართაც, რომელიც მისი არსებობისთვის და განვითარებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.
დღესდღეობით, ვხედავთ, რომ საზოგადოება ამბოხის პირას დგას და როდესაც ეკლესია ღიად გამოვა და განაცხადებს, რომ ბრძოლას უცხადებს ამას, სიგნალია იმის, რომ საზოგადოება აფეთქების წინაშე დგას“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები