მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე ქალების რეგისტრაცია გრძელდება

ქალებისთვის ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე საბუთების მიღება 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სწავლება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დადებული შეთანხმების გათვალისწინებით განხორციელდება. პროექტის მიზანია სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.
სასწავლო კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებ-გვერდზე: www.ttc.com.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები