“შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი” – საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
“25 სექტემბერს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
ტალღების სიმაღლე 3.5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება
ყველა სამაშველო კოშკურაზე აღიმართება წითელი ალამი.
ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს !
გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები