54 წლის პედაგოგს, რომელიც ომის დროს მიღებულმა სტრესმა საწოლს მიაჯაჭვა, დახმარება სჭირდება

54 წლის ნანი მეტრეველი ოკუპირებული ცხინვალიდან არის დევნილი, სადაც ომამდე პედაგოგად მუშაობდა. ომის დროს გამოწვეულმა სტრესმა მასზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. მას ფეხები წაერთვა და საწოლს მიეჯაჭვა, მოგვიანებით კი სხვადასხვა სახის დაავადება განუვითარდა.
დღეს იგი ქირით მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, ნახევრად დანგრეულ ბარაკის ტიპის სახლში ძალიან შეჭირვებულად ცხოვრობს. ოჯახს ხშირად საჭმლის საყიდელი ფულიც არ აქვს. დამდეგ ზამთარს შიშით მოელიან, რადგან მხოლოდ შეშის ღუმელი გააჩნიათ, შეშის საყიდელი ფული კი არ აქვთ.
„მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ადამიანებს, რამეთუ ისინი ძალზე საჭიროებენ თქვენს თანადგომას! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის!
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ნანი მეტრეველს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნანი მეტრეველი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/367-metreveli/ „,- აცხადებენ ფონდში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები