ზაზა გაბუნია: ურბანულ განვითარებას ხელს უწყობს სივრცითი, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები და არა ინსტიტუციის არსებობა ქალაქში 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ოპოზიციის შეფასებები იმაზე, რომ ურბანული განვითარებისთვის პარლამენტი და ინსტიტუციის არსებობაა საჭირო, არასწორია, რადგან ამისთვის საჭიროა გაცილებით კომპლექსური პოლიტიკა, ვიდრე ინსტიტუციის შენობის რომელიმე ქალაქში არსებობაა.
“ურბანული განვითარების ანა-ბანა ვისაც ესმის, მან იცის, რომ ურბანულ განვითარებას სჭირდება სწორი პოლიტიკა და ეფექტური ხედვა, ძლიერი ეკონომიკური და სივრცითი ფაქტორები და თანმიმდევრული სოციალური ფონი, რომლის მიხედვით ხდება საქალაქო მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდა. ასე რომ ოპოზიციის შეფასება, რომ პარლამენტის თბილისში გადატანა ურბანიზაციას ხელს შეუშლის, ღიმილის მომგვრელია”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები