ნიუ-იორკში საბავშვო ბაღში უცნობი პირი შეიჭრა

ამერიკაში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს უცნობი პირი თავს დაესხა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. მათი ასაკი, ამ დროისთვის, უცნობია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
ექიმების განცხადებით, ტრავმათა უმეტესობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
წინასწარი ინფორმაციით, საბავშვო ბაღს არ ჰქონდა ლიცენზია. დაკავებულია დაწესებულების ხელმძღვანელი. თავდასხმის მოტივი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები