ტანზანიის ტბაში ბორანი ამობრუნდა, დაღუპულია ათობით ადამიანი

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაზე ბორანის ამობრუნების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, მსხვერპლი შესაძლოა, 200-მდე გაიზარდოს.
ბორანი კუნძულ უკორას და ბულგალორას სანაპიროებს შორის ამოტრილდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორანი გადატვირთული იყო და წონასწორობა დაიკარგა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორანი გათვლილი იყო 100 მგზავრის გადასაყვანად, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იმ დროისთვის მასზე 400 მგზავრი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები