მამუკა ბახტაძემ და NED-ის პრეზიდენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED)პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობასა და ასევე არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე ისაუბრეს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით.
პრემიერ-მინისტრმა იმედოვნებს, რომ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი კვლავ გააგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები