სოციალურ ქსელში ტრამპს და პოლონეთის პრეზიდენტს დასცინიან
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დონალდ ტრამპისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეია დუდის ფოტოს დასცინიან, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრისას იყო გადაღებული.
ფოტოზე ლიდერები კამერების წინ დოკუმენტს ხელს აწერენ. ტრამპი ამ დროს თავის მაგიდასთან სკამზე ზის, რა დროსაც მისი პოლონელი კოლეგა გვერდით ფეხზე უდგას და წვალებით აწერს ხელს.
ფოტოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლებმა უთანასწორობაზე გამახვილეს ყურადღება.
რას წერენ კომენტარებში:
“საინტერესოა, როცა დუდა ტრამპს ხვდება მუხლს იდრეკს და ხელზე კოცნის?”
“როგორც ჩანს, ამანაც, როგორც პოროშენკომ, ფული გადაუხადა ფოტო რომ გადაეღო”.
სოციალურ ქსელში ასევე იხსენებენ ტრამპისა და პოლონეთის ექს-პრეზიდენტის შეხვედრის ფოტოს, სადაც ყველაფერი რადიკალურად სხვანაირადაა.