სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია, უსასრულოდ გავიმეორო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
„რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, თუ ეს კიდევ ასახსნელია, 60 წელზე მეტია უცვლელია. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, ასევე მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვა და ვისგან დაცვა, ხომ ვერ მეტყვით, რუსეთისგან დაცვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ემიგრაცია ატარებდა ბოლომდე დამოუკიდებლობის დროშას და იდეას.
„ჩემი დაბრუნება ამ ქვეყანაში, როცა ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელი იყო, იყო მიმართული დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და ევროპაში საქართველოს დაბრუნებისკენ, სადაც ყოფნა ეკუთვნის. რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, ეს შემიძლია უსასრულოდ გავიმეორო, მეტადრე ჩემი ქართულით ვამბობ, ამას ვამბობ დაბადებიდან. რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი. 1921 წელს, როდესაც დაარღვია 1920 წელს აღებული საქართველოს სუვერენიტეტი და, რის გამოც ჩემი წინაპრები წამოვიდნენ საქართველოდან და მე დავიბადე საფრანგეთში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წლიდანაც, როდესაც კიდევ ერთხელ ერთხელ დაარღვია ყველა საერთაშორისო დოკუმენტი.
„ასევე, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 2008 წლიდან და წელს, როდესაც კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც შეიძლება, ყველაზე კარგად ვიცი, ყველა საერთშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები