აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა.