მიხეილ სააკაშვილი: გიორგი ანწუხელიძემ სააკაშვილის დაგმობაზე უარი თქვა და მოკლეს წამებით

ვანო მერაბიშვილი მიუხედავად მთელი თავის შეცდომებისა არის, ძალიან დამსახურებული მოღვაწე ქართული სახელმწიფოსი და ერთადერთი რის გამოც ის ზის ციხეში არის ის რომ არ ჩაება “დაგმე მიშას” კამპანიაში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შესახებ საუბრობდა, რომელსაც მისი თქმით, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
ამასთან, სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაიხსენა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაგმობა 2008 წლის ომის გმირს, გიორგი ანწუხელიძესაც მოსთხოვეს, რაც არ გააკეთა.
როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძეს ესმოდა, რომ იმ შემთხვევაში უმაღლესი მთავარსარდლის დაგმობა ეს იყო ქართული სახელმწიფოს გაჩანაგება და თავის სიცოცხლე შესწირა ამას.
„გიორგი ანწუხელიძეს, თუ გახსოვთ, აწამებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აკოცე მიწას და თქვი, რომ სააკაშვილი არის ასეთი და ისეთი. გიორგი ანწუხელიძემ უარი თქვა ამის განცხადებაზე და ამის გამო მოკლეს წამებით. ეს ხალხი დიდი სიამოვნებით გმობენ. გიორგი ანწუხელიძეს ესმოდა, რომ იმ შემთხვევაში უმაღლესი მთავარსარდლის დაგმობა ეს იყო ქართული სახელმწიფოს გაჩანაგება და თავის სიცოცხლე შესწირა ამას. ამ ხალხის არჩევა გიორგი ანწუხელიძეს, რომელაშვილებს, წარმოუდგენელი გმირობა, და უამრავ სხვა გმირს, შინდისის გმირებს მოკლავს ხელახლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები