იენს სტოლტენბერგი: ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, ალიანსში გასაწევრიანებლად

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ფონდ „მემკვიდრეობის“ სემინარზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გასაწევრიანებლად, რეფორმების გატარების კუთხით.
„საქართველო იღვწის პროგრესისთვის. ჩვენ ამას მივესალმებით და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ალიანსში გასაწევრიანებლად, რეფორმების გატარების საკითხში. ვხედავთ, როგორ მიიწევს ის წინ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ნატო-ს წევრობისკენ. ივლისში კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. მიმაჩნია, რომ საქართველო მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ნატო კი საქართველოსთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები