2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემა დაინერგება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2020 წლისთვის ეროვნული გამოცდების მოდელი შეიცვლება.
 
მისივე თქმით, განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით, სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს.
 
„2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა, თავისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს. სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, ასევე მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლათფორმასა და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს – სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები