მიხეილ ბატიაშვილი: სკოლამდელი განათლება პიროვნული განვითარების ფუნდამენტია

მნიშვნელოვანია, სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება და იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც განათლების შემდგომ საფეხურებზე მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განათლების სისტემის განვითარება სკოლამდელი განათლებით დაიწყოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს საფეხური პიროვნული განვითარების ფუნდამენტია.
“სკოლამდელი განათლების რეფორმა სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ხელმისაწვდომობის ზრდას, ახალ სასწავლო პროგრამებს, გადამზადებულ პედაგოგებს, განათლების სტანდარტის დანერგვას ბავშვის განვითარების ყველა ასაკობრივ ჯგუფში, დამხმარე ელექტრონული რესურსების შექმნას მშობლებისთვის და მათი ინფორმირებულობის ზრდას სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებზე. სკოლამდელი განათლების სტანდარტი ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაინერგება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები