ბექა ოდიშარია კახა კალაძის ინიციატივებს მხარს უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ქალაქის მერის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივებს, მათ შორის, უკანონო პარკირებასთან დაკავშორებით მხარს უჭერს.
“მე როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარს კარგად მესმის რამდენად მტკივნეულია აღნიშნული პრობლემა.
ჩვენი მოქალაქეები სამწუხაროდ არაშესაფერისად სარგებლობენ მკაცრი რეგულაციების არ არსებობით.
ერთნი სარეკლამოდ იყენებენ გაჩერებულ ავტომანქანებს, რაც კანონით უნდა ცალკე იბეგრებოდეს, ხოლო მეორენი კი თვითნებურად იღობავენ მუნიცეპალიტეტის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკუთარი მატერიალური გამორჩენის მიზნით და ამ გზით ზღუდავენ სხვათა კანონიერ უფლებას თავისუფლად გადაადგილდნენ და ისარგებლონ კანონიერი უფლებით მოახდინონ ავტონომანქანების პარკირება.
რაც შეეხება უმწეო ცხოველებზე ზრუნვას აქაც ვფიქრობ პარლამენტმა სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს ამ ინიციატივას. ცივილიზებულობა მხოლოდ დანა ჩანგლით ჭამა და საკუთარ ახლობლებზე ზრუნვა როდია,ის გულისხმობს ბუნებისა და გარემოსადმი ფაქიზ დამოკიდებულებას და მათ შორის ცხოველებისადმი და თუ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ზოგიერთი მოქალაქე ვერ ითავისებს ამას,მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ მკაცრი რეგულაციებით არაჰუმანური ქცევის წესის შეცვლაში,- განაცხადა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები