სამების ტაძარში პატრიარქი პარაკლისს აღავლენს

  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინება. პარაკლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რამდენიმე ათეულ სასულიერო პირთან ერთად გადაიხდის. პარაკლისის შემდეგ კი უწმინდესი სპეციალურ ლოცვას წაიკითხავს და ყველა მშობელს და შვილს დალოცავს.
სამების ტაძარში მსვლელობაში მონაწილე სასულიერო პირები და მრევლი იმყოფებიან. ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა აქვთ. ტაძარში ასევე იმყოფებიან პოლიტიკოსები.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა. პირველი ასეთი დღესასწაული დღეს აღინიშნება.
ილია მეორემ სამღვდელოებას მისცა ლოცვა-კურთხევა, 17 მაისს, ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები. ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები