ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია
ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია.
ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.