ლაგოდეხში ჯგუფ „ალილოს“ კონცერტი გაიმართება
ჯგუფი „ალილო“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს. 22 სექტემბერს, ლაგოდეხში, „ბლუზ ვილიჯში“ ტურნეს პირველი კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ბლუზ ვილიჯი” არის სივრცე, სადაც უკვე მეორე წელია ბლუზის საერთაშორისო ფესტივალები ტარდება. წელს კი გადაწყდა, სცენა ასევე დაეთმოს გემოვნებიან ქართულ მუსიკას. სპეციალურად ამ კონცერტისთვის მოწვეულია არიან ჰერეთის მკვიდრი ქართველობა.
კონცერტზე შესრულდება როგორც ჯგუფ „ალილოს“ რეპერტუარი, ასევე მისი წევრების სოლო-სიმღერები.
შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ყველასათვის საყვარელი მომღერლები:
ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, მიშა ჭონიშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, საბა კემულარია.