იზა ვეფხვაძე ბახტრიონის ციხესთან გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლს გამართავს
29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, პროექტის – „ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში, მორიგ სპექტაკლს ჰპირდება მაყურებელს.
როგორც „კვირას“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, თეატრი ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანს ესტუმრება და ბახტრიონის ციხესთან გამართავს გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს – „ზღვამ დაგვანახვა მისი სიმაღლე”…
„მოგეხსენებათ, გურამ რჩეულიშვილმა ბავშვობის ულამაზესი წლები ზემო ალვანში გაატარა და საოცრად უყვარდა ეს მადლიანი მხარე.
მადლობას ვუხდით კარგ ქართველს, ბაქარ დევდარიანს, რომელიც უზრუნველყოფს თეატრის ტრანსპორტირებას სპექტაკლის გასამართად“, – განუცხადა იზა ვეფხვაძემ „კვირას“.