არჩილ ჯაფარიძე ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან, ზვიად მხეიძესთან ერთად, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 2 004 780 ლარს შეადგენს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სოფელ ნიკორწმინდის ცენტრის რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს სოფლის ცენტრში არსებული შენობა-ნაგებობების ფასადების, ტაძრამდე მისასვლელი გზისა და საპარკინგე ტერიტორიის მოწყობას, ასევე სუვენირების მაღაზიისა და სკვერის მშენებლობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.