Backstage 76-ში ტრიო La Courbe Flotante-ს კონცერტი გაიმართება
14 სექტემბერს, 21:00 საათზე, კლუბ Backstage 76-ში, ტრიო La Courbe Flotante -ს კონცერტი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ჯგუფი ფრანგულ და ქართულ ენაზე შექმნილ საკუთარ ორიგინალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.
ტრიოს შემადგენლობა – მუსიკოსები: თამუნა მგალობლიშვილი (საქართველო, საფრანგეთი), დავით ხოსიტაშვილი (საქართველო), ვარდან პარემუზიანი (სასომხეთი).
La Courbe Flotante -ის მუსიკალური რეპერტუარი მრავალფეროვანია: ფრანგული შანსონიდან – ეთნომდე. მათი ინსტრუმენტების არსენალიც საკმაოდ ფართოა – ქათული ჩონგური, აფრიკული კალიმბა, ბრაზილიური ბირიმბაო, აკუსტიკური გიტარები, ლათინოამერიკული კახონი, ოკულელე, აკორდეონი და სხვა… მუსიკოსებისთვის არც მრავალხმიანობაა უცხო.
ბილეთის ფასი 7 ლარი.
მის: Backstage 76- ის ღია (გადახურული სცენა) ვაკის პარკის ტერიტორიაზე.