სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

   შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოებში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 6210 ცალი საბრძოლო ვაზნა, 203 ერთეული სხვადასხვა დასახელების ფეთქებადი და საბრძოლო მასალა, 1 ყუმბარმტყორცნი, 13 ერთეული სხვადასხვა დასახელების ავტომატური და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სხვადასხვა კალიბრის 6210 ცალი საბრძოლო ვაზნა; 40 ცალი „ეფ-1“ ტიპის, 9 ცალი „ერ-გე-დე“-ს და 29 ცალი „ერ-გე“-ს ტიპის ხელყუმბარა; 4 ცალი „ერ-კა-გე-3-ემ“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა; 5 ცალი გადაჭრილი გლუვლულიანი თოფი; 2 ცალი 7,62 მმ კალიბრის შაშხანა; „უ-ზე-ერ-გე-ემ“ ტიპის 50 ცალი ამფეთქი ფალია; 10 ცალი სასწავლო დეტონატორი; 1 ცალი ფალიის დეტონატორი; 2 ცალი „ა-კა-ეს 74“-ის მოდელის ავტომატური იარაღი; 1 ცალი „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი; 1 ცალი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი; 2 ცალი „პე-გე-7-პე“ და „ბე-ემ-22“ ტიპის გასროლა; ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 24 ცალი მჭიდი; 9 მმ კალიბრის 1 ცალი კუსტარული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი; 5,6 მმ კალიბრის 1 ცალი თვითნაკეთი პისტოლეტი; 9 ცალი „გე-პე-ვე -2“-ის სისტემის საბრძოლო თავი; 3 ცალი ტროტილის კოჭა; 1 ცალი „ი-ემ-82“ ტიპის ამფეთქი კოჭა; 3 ცალი საკვამლე კოჭა; 1 ცალი მასრა; 7 ცალი 122 მმ საარტილერიო ჭურვი ; 6 ცალი „ტე-დე-42“ ტიპის ყუმბარა; 1 ცალი „პე-გე-7-ვე“ ტიპის ყუმბარმტყორცნი; 1 ცალი „ემ-ვე-პე-62“ ტიპის ნაღმის ამფეთქი; 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის ამფეთქი; 1 ცალი „ო-ზე-ემ-72“ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი; 13 ცალი „ემ-უ-ვე“ ფალიის კორპუსი; 1 ცალი „ემ-უ-ვე-ემ-4“ ტიპის ამფეთქი; 1 ცალი თვითნაკეთი სასიგნალო პისტოლეტი; 8 ცალი სასიგნალო მაშხალა; 1 ცალი „პე-გე-7-ელ“ ყუმბარმტყორცნის ყუმბარის შუა ნაწილი; გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1PWkU5P5umE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები