სევდია უგრეხელიძე შესაძლოა, ორი ათასი ლარით დაჯარიმდეს

თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის შესაძლოა, ორი ათასი ლარით დაჯარიმდეს. საქმე ეხება საიას მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარს.
ორგანიზაციის წევრებმა თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას სასარგებლოდ მერიის საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის საინფორმაციო სააგენტოებისთვის კანდიდატის წინა საარჩევნო კამპანიის შესახებ გაგზავნილი ინფორმაცია გააპროტესტეს.
„ცესკოს თავმჯდომარემ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართლებრივი დარღვევათა ოქმი, რომელიც ასევე გადაგზავნილია სასამართლოში და ეს ეხება მერიის ხელმძღვანელი პირის დაჯარიმებას ორი ათასი ლარით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს “, – განაცხადა ცესკოს საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა არაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები