102-წუთიანი უწყვეტი შეტევა და 3000-მდე გარდაცვლილი ადამიანი – 17 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში ტერაქტი მოხდა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი ავიალაინერი ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრს, ე.წ. “ტყუპებს” შეეჯახა; მესამე – პენტაგონს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობას; მეოთხე კი პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.
ტერაქტის შედეგად 2977 ადამიანი დაიღუპა, 6 ათასზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, “ალ-ქაიდამ” აიღო.