ლიბიაში, ნავთობის კორპორაციის შტაბბინაში მომხდარ ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ლიბიის ნაციონალური ნავთობკომპანიის შტაბბინას, სადაც გასულ თვეს 45 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა, ტერორისტული დაჯგუფება თავს დაესხა.
ადგილობრივი ტელეარხის, Ar Raid-ის, ცნობით ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმაში მონაწილეობდა 6 ადამიანი, მათ შორის იყვნენ თვითმკვლელი ტერორისტებიც. ერთ-ერთმა მათგანმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში შენობის წინ მოიყვანა, სხვებმა კი – შიგნით. ამის შემდეგ დანარჩენი თავდამსხმელები შტაბბინაში შეიჭრნენ, შენობა კი ცეცხლმა მოიცვა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების უმეტესობამ შენობიდან გამოსვლა მოასწრო, ტერორისტებმა რამდენიმე მათგანი ტყვედ აიყვანეს.
ამ დროისთვის, სამართალდამცველებმა შენობას ალყა შემოარტყეს და ყველა ახლომდებარე გზა გადაკეტეს. თვითმხილველების მტკიცებით, პოლიციასა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები