“კანონიერი ქურდი” ზურა ენდელაძე დააკავეს (ვიდეო)

პორტალ “Прайм Крайм”-ის ინფორმაციით, ოდინცოვოში საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევისთვის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ იქნა 41 წლის “კანონიერი ქურდი” ზურა მარგველაშვილი, იგივე ენდელაძე, ის ცნობილია როგორც ზურა “კუთაისკი”.
გუშინ, ოდინცოვოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ენდელაძე ეგორსკის სადეპორტაციო ცენტრში იქნა გადაყვანილი, საიდანაც ის ამა წლის თებერვალში განთავისუფლდა.
სადეპორტაციო სამსახურის ცნობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, “კანონიერი ქურდი” ნიჟნიგოროდში, საკუთარი სიდედრის სახლში უკანონოდ ცხოვრობდა. მან არ დატოვა ქვეყანა მისთვის მოცემულ ვადებში, ახლა კი მას იძულებითი დეპორტაცია ელის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები