დაბა სტეფანწმინდაში ფესტივალი – „ყაზბეგობა 2018″ გაიმართება

8 სექტემბერს, დაბა სტეფანწმინდაში რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა 2018″ – „ყაზბეგობა 2018″ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს,  საფესტივალო ქალაქში მოეწყობა: რეგიონული ფაცხების კუთხე (კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია), გამოფენა-გაყიდვები,  ქართული თამაშების კუთხე, შემეცნებითი კუთხე,  საბავშვო კუთხე, კვების კუთხე, თეატრალიზებული წარმოდგენები (ბერიკები, ბარაბან შოუ).

დღის პროგრამა:
12:00 – დოღი (სოფ.ფანშეტი-დაბა სტეფანწმინდა);
14 :00 – სამეწარმეო მარკეტი;
14:00 – ფერმერთა აგრო-ფესტივალი;
14:00 – ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
16:00 – ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი;
17:00 – ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა 19:00 – “ნიაზ დიასამიძე და 33ა”-ს სოლო კონცერტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები