ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საქართველოში  გასტროლებს გამართავს

აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი 7, 8 და 9 სექტემბერს საქართველოში  გასტროლებს გამართავს. წარმოდგენები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას დაესწრნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ასკარ ბურიბაევი, რეჟისორი ლაილიმ იმანგაზინა, მთავარი ბალეტმაისტერი გულჟან ტუტკიბაევა, მთავარი ქორმაისტერი ალია ტემირბეკოვა, დირიჟორი ერბოლატ ახმედიაროვი.
7 სექტემბერს, წარმოდგენილი იქნება ახმეტ ჟუბანოვისა და ლატიფა ხამიდის ოპერა „აბაი“;
8 სექტემბერს, გაიმართება ასაფიების ბალეტი „ბახჩისარაის შადრევანი“;
9 სექტემბერს, ჩატარდება გალაკონცერტი „აბაის“ სახელობის ყაზახეთის ოპერის თეატრის სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდება ყაზახი, ქართველი და დასავლეთევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები