ჟურნალი VOGUE ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს სტატიას უძღვნის
გერმანული გამოცემა ჟურნალი VOGUE 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს უძღვნის სტატიას სათაურით: „11 ყველაზე ლამაზი წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“.
„საქართველო სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ქვეყანაა. თანამედროვეა და ამავდროულად მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, პოლიტიკურად და კულტურულად აქტუალურია და მომავლისაკენ იყურება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ, ანდა წაიკითხოთ: მაგალითად, 11 წიგნი საქართველოდან და საქართველოს შესახებ“, – წერს VOGUE-ს ჟურნალისტი ბერნ სკუპინი, რომელიც საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში სტუმრობდა. იგი VOGUE-ში ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ზოგადად საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ 9-გვერდიან ბეჭდურ და სხვადასხვა ონლაინვერსიას აქვეყნებს.