მედიაში სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულების ვიდეო ვრცელდება
გამოცემამ Daily Mail სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებზეც ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბაშიროვი არიან აღბეჭდილნი.
ამ კვირაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ორ რუსული წარმოშობის მამაკაცს – ალექსანდრ პეტროვს და რუსლან ბაშიროვს დანაშაული ოთხი მუხლით წარედგინა, მათ შორისაა, სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, პეტროვს და ბაშიროვს “ГРУ”-ს თანამშრომლები უწოდა. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკისრა. რუსეთი უარყოფს საქმესთან კავშირს.