ქუთაისში, მ. დვალიშვილის N 17-ში მდებარე ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა
ქუთაისში, მ. დვალიშვილის N 17-ში მდებარე ეკლესიის მცირე სარესტავრაციო სამუშაოები და გადახურვა დასრულდა.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა ხის ხარაჩოს მოწყობას ტაძრის მთელ პერიმეტრზე და გუმბათის ყელის გარშემო. ლითონის ჯაგრისებით გასუფთავდა ფასადები და გამოქარული ადგილები ამოიგოზა პიგმენტირებული კირხსნარით. ხარაჩო დაიშალა და ტერიტორია დასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. მოეწყო თუნუქის ახალი საფარი და დასაწყობდა.
სარესტავრაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობდა. შემსრულებელი ა(ა)იპ „საყდარია“.