თემურ აბაზოვმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი თქვა

მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე უარი განაცხადა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებამ საქმის არსებით განხილვაზე გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.
შემდეგი სხდომა 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები