ბრალდებულს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ გ.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2,8061 გრ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“. გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებული იქნა 6 წონაკად დაფასოებული აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.
საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა გ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა“,- აცხადებენ პროკურატურაში.
მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. გ.ს.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები