მამუკა მდინარაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე: საზოგადოებამ შეაფასოს, ვის აქვს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი და ვინ საუბრობს რეალობასა და ობიექტურობაზე დაყრდნობით

საზოგადოებამ შეაფასოს, ვის აქვს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი და ვინ საუბრობს რეალობასა და ობიექტურობაზე დაყრდნობით,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
“როცა კონკრეტული ადამიანის ბრალეულობაზე ვლაპარაკობთ, ეს იქნება პროკურორი, ნებისმიერი ადამიანი თუ უმაღლესი თანამდებობის პირი, უნდა მოვიშველიოთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ რეკომენდაცია უნდა გავცეთ, ან ასე შემდეგ, რაც არ გვაქვს. თქვენგან, თქვენი განცხადებების საფუძველზე, საზოგადოება ელოდა რაღაც ახალის და რაღაც ჭეშმარიტებასთან მიახლოებულის დადგენას, რაც თქვენ ვერ მოახერხეთ და ახლა ხართ ცუდ დღეში, კუთხეში მიმწყვდეული, თქვენი საკუთარი განცხადებების წყალობით და ცდილობთ, რომ რაღაცა შექმნათ, თითქოს რაღაცა დაადგინეთ. სამწუხაროდ, ახალი ვერაფერი ვერ დადგინდა. ახალი რა გვაქვს იცით? – სამწუხაროდ, დანის ტარი. ჩვენი ვერსია გამოძიების ვერსიისგან განსხვავდება, ეს განსხვავება დანის ტარია. აი, ეს არის პრობლემა. ამიტომ, დადგენილებები არის წინ და საზოგადოებამ შეაფასოს, ვის აქვს სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი და ვინ რეალობასა და ობიექტურობაზე დაყრდნობით საუბრობს… და ის კაციც, სხვათა შორის, რომელიც ასე იბრძვის სამართლიანობისთვის და ამ კონკრეტულ საქმეში ამბობს, რომ რაღაც სხვა იყოო. მართალია, ზაზა სარალიძეს ჰქონდა ეს მთავარი კითხვა, მათ შორის, ვინ მოკლა მისი შვილი და როცა ამ კითხვაზე პასუხი ვერსიის დონეზეც არ არის, სხვა რაღაცებს უნდა გავანებოთ თავი და ვთქვათ, რომ ეს ესე არ არის,-განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები