ყოფილი სიძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცველებმა ი.ქ. 2018 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ბათუმში ი.ქ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ სიძეს – ნ.დ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.დ.- ს გადარჩენა მოხერხდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები