საქართველოს მოქალაქეს უზბეკი ქალი თურქეთის საზღვარზე ჩემოდნით გადაჰყავდა

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქმა მესაზღვრეებმა ორი პირი დააკავეს. თურქული გამოცემა Cumhuriyet-ის ცნობით, საქართველოს 24 წლის მოქალაქე ცდილობდა საზღვარზე ჩემოდანში დამალული ქალი გადაეყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელიც თურქეთიდან დეპორტირებულია და ქვეყანაში შესვლა 5 წლით ეკრძალება.

მსგავსი შემთხვევა 2017 წელს ორჯერ მოხდა.

2017 წლის სექტემბერში, 47 წლის საქართველოს მოქალაქე, სარფის სასაზღვრო პუნქტის მეშვეობით ჩემოდნით 27 წლის ანგელინა სამუსენკოს გადაყვანის მცდელობისას დააკავეს.

ასევე გასული წლის დეკემბერში, თურქმა მესაზღვრეებმა ჩემოდანში საქართველოს მოქალაქე, 22 წლის გოგო იპოვეს, რომელსაც თურქეთში შესვლის უფლება შეზღუდული ჰქონდა და ამ გზით ცდილობდა ქვეყანაში შეღწევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები