კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შემთხვევა წუხელ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები