თეა წულუკიანი: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ კამპანია, “ნაცმოძრაობის“ მიერაა დაწყებული

კამპანია, რომელიც ხორციელდება ცესკო-ს და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფილიალების მიერ დაწყებული კამპანიაა, ეს ფაქტია – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საია-ს ამ დრომდე არ წარუდგენია უწყებათაშორის კომისიაზე, რას ეყრდნობოდა საარჩევნო ადმინისტრაციის დარღვევებთან დაკავშირებული კვლევა.
„კამპანია, რომელიც ხორციელდება ცესკო-ს და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, ეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ფილიალების მიერ დაწყებული კამპანიაა, ეს ფაქტია. ამის დასტურია საუბარი ბოლო უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები, სუს-ის ოჯახის წევრები არიან საოლქო კომისიებში და სხვაგან, მაგრამ საია-ს წარმომადგენელმა ამასთან დაკავშირებით დოკუმენტები ვერ წარმოგვიდგინა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები