ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც

ჩვენს მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთი კანდიდატს. ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება არჩევნებში”,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. ჩვენ ჯერ გადავხედავთ იმ წრეს კანდიდატებისა, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და სწორედ 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები