ირაკლი კობახიძე: ჩვენ დავინტერესდით გურიაში არსებული ვითარებით და მოვისმინეთ ჩვენი აქტივის წევრების მოსაზრებები

შეხვედრები ტარდება იმისათვის, რომ გავერკვეთ პარტიულ საკითხებში როგორი მდგომარეობაა თითოეულ მუნიციპალიტეტში, ვხვდებით საკრებულოების წევრებს, ასევე მერებს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გურიაში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ძირითადი მიზანი ამ შეხვედრების.

„აქაც, გურიაში გვქონდა საუბარი იმ ვითარებაზე, რაც არის ჩამოყალიბებული ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში. დავინტერესდით არსებული ვითარებით და მოვისმინეთ ჩვენი აქტივის წევრების მოსაზრებები”,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო.

„ ჩვენ გვქონდა საუბარი არჩევნებთან დაკავშირებითაც. ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვდგებით ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამაზე გვქონდა საუბარი ჩვენ აქტივთან და გარდა ამისა, გვქონდა საუბარი რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩევნებში”, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. „გვქონდა პირველი სერია შეხვედრების აჭარის რეგიონში, ახლა მეორე – გურიის რეგიონში, საიდანაც გადავინაცვლებთ სამეგრელოში”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ​.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები