თეა წულუკიანი: მიმდინარეობს მიზანმიმართული, უსაფუძვლო დარტყმები ცესკოზე და მისი ხელმძღვანელის მიმართ

„მიმდინარეობს მიზანმიმართული, უსაფუძვლო დარტყმები ცესკოზე, მის ხელმძღვანელის მიმართ და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეპუტაციაზე“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის წევრები საარჩევნო სუბიექტების პრეტენზიებს და წინასაარჩევნო დარღვევებს განიხილავდნენ.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ცესკოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და კომისია ამ საკითხს დააკვირდება.
„ასე ჩანს ამ ეტაპზე და კიდევ დავაკვირდებით, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, უსაფუძვლო დარტყმები ცესკოზე, მის ხელმძღვანელზე და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეპუტაციაზე. ინსტიტუტზე მიმდინარეობს დარტყმები და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და შევთანხმდით კომისიის წევრები იმაზე, რომ ამ პროცესებს დავაკვირდებით. მეორე საკითხი გახლდათ საია-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს ნამდვილად არ არის ჩემს თვალში კვლევა. ეს არის ვარაუდების შესახებ დოკუმენტი. საია-ს წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ ამ 6 შემთხვევასთან დაკავშირებით, როგორ დაადგინეს ნათესაური კავშირები, ინფორმაციას მოგვაწვდიან, რადგან ეს დოკუმენტი მეთოდზე არაფერს ამბობს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები