30 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაქოში მიემგზავრება – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანის დედაქლაქს 30 აგვისტოს ეწვევა.
აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის თანამეგობრობის ფარგლებში იგეგმება, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, განხილული იქნება ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია პრემიერ-მინისტრთან ერთად დელეგაციის წევრების შემადგენლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები