საქართველოში მყოფმა ანგელა მერკელმა დურბინდით „პუტინის არმია“ დაათვალიერა
„ანგელა მერკელმა დურბინდით „პუტინის არმია“ დაათვალიერა “ – ასე ეხმაურება უცხოური პრესა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს .
ანგელა მერკელი, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, ოძისში, უცხოურ დამკვირვებლებთან ერთად საუკოპოციო ხაზთან ჩავიდა.
კანცლერმა საუკოპაციო ხაზთან დურბინდით სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსული არმიის ბაზები დაათვალიერა.
აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ანგელა მერკელი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მერკელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და ოპზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამასთან, გერმანიის კანცლერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ერთ-ერთი სტუდენტი დაინტერესდა რატომ არ უწოდებს კანცლერი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს ოკუპაციას.
„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია, 20% და ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ანგელა მერკელმა საქართველო გუშინ დატოვა და სომხეთში ჩავიდა.