ირაკლი სესიაშვილი: პრეზიდენტი პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს

„პოლიტიკური უსუსურობა“, – ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის უარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე.

“ამ მომენტში მან დაინახა, რომ მის მიმართ ნდობა არ არსებობს არც უმრავლესობაში, არც უმცირესობაში, არც საზოგადოებაში. მან ვერ შეძლო კანდიდატის წარდგენა და ცდილობს საბაბად მოიყვანოს, რომ უმრავლესობა არ დაუმტკიცებს კანდიდატურას და მას აპრიორი არ წარადგენს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, პრეზიდენტს წარმოუდგენია კანდიდატურა, არ დაგვიმტკიცებია, შემდეგ თავიდან წარმოუდგენია და დაგვიმტკიცებია. ეს ის ნათელი მაგალითია, როდესაც ის თავის პოლიტიკურ უსუსურობას ავლენს”,- აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები