ზაზა გაბუნია: ფედერალური კანცლერის ვიზიტს ძლიერი პოზიტიური რეზონანსი ექნება
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ფედერალური კანცლერის ვიზიტს ძლიერი პოზიტიური რეზონანსი ექნება.
“ფედერალური კანცლერის, როგორც მაღალი ავტორიტეტის ევროპელი ლიდერის ვიზიტი აჯამებს ჩვენს ურთიერთობებს და ის პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, პოლიციის, რეგიონული, განათლების და მეცნიერების მიმართულებით ახალ, უფრო ინტენსიურ და ძლიერ საფეხურზე გადაჰყავს.
ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო საკითხებზე ორმხრივი დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან ერთად, ანგელა მერკელთან ერთად საქართველოში არის სოლიდური ჯგუფი გერმანული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისა, რაც არის ხელსაყრელი შესაძლებლობა ვიმუშაოთ საქართველო-გერმანიის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისათვის და ზოგადად, ეს ვიზიტი არის შესაძლებლობების განვითარების გზა”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დეპუტატის აზრით, ეს ვიზიტი საქართველოზე ეროვნული ამოცანების სრულყოფის საქმეში პოზიტიურ გავლენას იქონიებს.