სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას კახეთში განაგრძობს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ხელმოწერების შეგროვებას კახეთში განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილი დღეს გურჯაანში, შაშიანში, კალაურსა და თელავში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან და საყურადღებო საკითხებს ადგილზე გაეცნო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა კახეთს და განაცხადა, რომ მისთვის, როგორც კახელისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
პრეზიდენტობის კანდიდატად ცესკოში იფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა ხელმოწერების შეგროვება თბილისიდან დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები